გიგი უგულავას საქმე

სუბარი: ნაციონალების ზეიმით გამწარებულმა მეჭიაურმა სურვილი გამოხატა

მეჭიაურმა მართალია არასწორი ფორმით, მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით რაც ნაციონალებმა მოაწყვეს ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალების მიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად. 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმიანება. მეჭიაურმა გიგი უგულავას გათავისუფლებას რამდენიმესაათიანი ზეიმი უწოდა.

კომენტარები