გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვეტილება დღეს, 21:00-ზე საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ გამოაცხადა. ხელმომწერთა სიის ჩაკითხვისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ ამოუკითხავს მოსამართლე მერაბ ტურავას სახელი და გვარი.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები