საგანგებო სიტუაციების სამსახური

მტკვარმა მშვიდობის ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა

metro.us

მტკვარმა თბილისში, მშვიდობის ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი მდინარიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერ ვერ ადასტურებენ, არის თუ არა მდინარის მიერ გამორიყული ცხედარი 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულთაგან ერთ-ერთი. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიცირება. 

ამ დროისთვის, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკარგულად სამი მამაკაცი ითვლება. 

 

კომენტარები