ზურაბ ადეიშვილის საქმე

პრემიერი: ადეიშვილზე იყო ძებნა, არის ძებნაში და რჩება ძებნაში

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. პრემიერის თქმით, თუ ინტერპოლს ახალი პოლიტიკა აქვს და ადეიშვილის ძებნიდან ამოღება მათი გადაწყვეტილებაა, მთავრობის მეთაურის შეფასება საინტერესო არაა. 

"თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს. რატომ უნდა იყოს საინტერესო. ჩვენმა მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნა და არის ძებნაში და რჩება ძებნაში. ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვებიც, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენს მოსახლეობას ძალიან დიდი სირთულეები შეუქმნა. ასე რომ თუ ინტერპოლის პოლიტიკაა შეცვლილი, ეს მათი საქმეა, ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ კომენტარს.

ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე. თავის დროზე ინტერპოლმა გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილზე ძებნის გაუქმების შესახებ საქართველოს პროკურატურას 9 აპრილს აცნობა.

კომენტარები