ზურაბ ადეიშვილის საქმე

ბესელია: ადეიშვილის ცირკულარიდან მოხსნა არ არის პროკურატურის სისუსტე

არის ახალი რეგულაციები, საერთაშორისო ძებნის თვალსაზრისით, რომლითაც უკვე შეიცვალა ძებნის გამოცხადების პროცედურები და ერთ-ერთი საფუძველი, როდესაც წყდება პირის მიმართ საერთაშორისო ძებნა, არის სტატუსის მინიჭება. ეს არის ან ლტოლვილის სტატუსი ან თავშესაფრის მიცემის, ან ასევე პოლიტიკური სტატუსი. მათ შორის ლტოლვილის სტატუსიც თუ მანამდე იყო მიღებული, მაგრამ ახალი რეგულაციები უკვე ამოქმედებულია, ესეც ერთ-ერთ საფუძვლად შეიძლება იყოს მიჩნეული. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის პროკურატურის სისუსტე და რატომ - პირის ბრალეულობა ან პირის უდანაშაულობა არ განისაზღვრება იმით, ის საერთაშორისო ძებნაზე არის თუ არა. ის, რომ საერთაშორისო ძებნაში მყოფის სტატუსი შეიძლება მოეხსნას რომელიმე პირს, იგივე ადეიშვილს, არ ნიშნავს იმას, რომ გამართლდა. მას რჩება წარდგენილი ბრალდებები, საქართველოს გარდა, არცერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება ადეიშვილის მიმართ. ვისაც მიაჩნია, რომ ადეიშვილი უდანაშაულოა და მისი პოზიციებია მყარი, ის აქამდე წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე, მით უმეტეს, რომ ბატონი კუბლაშვილი იყო სასამართლოს თავმჯდომარე.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნაზე. ასევე, IDFI-ის ინფორმაციაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ექსტრადიციის მაჩვენებელმა იკლო.

კომენტარები