ზურაბ ადეიშვილის საქმე

კობახიძე: ადეიშვილი თუ ჩამოვა საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებლად დააკავებენ

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა, აუცილებლად დააკავებენ.

"მე ის ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ის თუ ჩამოვა საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებლად დააკავებენ. ამ შემთხვევაში რა ხდება ჩვენს საზღვრებს მიღმა და არის თუ არა ძებნაში და სიიდან ამოიღეს თუ არა, კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარაა. ჯერჯერობით უცნობია, შეწყდა თუ არა მისი ძებნა. როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ მიმართა ინტერპოლს, რომ მოეხსნათ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან, თუმცა ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები