ტერორიზმი

FBI: ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი მოკლულია

AP

FBI-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მალაიზიელი ტერორისტი, მარვანი, რომელზეც ძებნა დიდი ხნის წინ გამოცხადდა, მოკლულია. FBI-ის წარმომადგენლების თქმით, ის ფილიპინებში მოწყობილ დარბევას ემსხვერპლა.

მარვანი, რომლის ნამდვილი სახელია ზულკიფლი ბინ ჰირი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერორისტული დაჯგუფების, Jemaah Islamiyah-ის წევრი იყო. FBI სამხრეთ ფილიპინში მოკლული ადამიანის სხეულიდან აღებულ დნმ-ს ნიმუშს ამ დრომდე იკვლევდა. ისინი უკვე ადასტურებენ, რომ ეს დნმ ნამდვილად მარვანს ეკუთვნის.

მარვანის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებისთვის FBI-ს 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

კომენტარები