ტერორიზმი

ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ავღანეთში, ადგილობრივი მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია რამდენიმე ათეული პირი.

ადგილობრივი პოლიციის ოფიცერის ცნობით, 64 დაჭრილ პირთა შორისაა ავღანელი დეპუტატიც, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

თალიბანის წარმომადგენლის, ზაბილუაჰ მუჯაჰიდის თქმით, მისი ჯგუფი მომხდარზე პასუხისმგებელი არ არის. ამ დრომდე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები