გიგი უგულავას საქმე

საია: უგულავას პატიმრობაზე სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებთ

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტაბულას კითხვას - იზიარებთ თუ არა აშშ-ის საელჩოს განცხადების სულისკვეთებას თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, თავს არიდებს, თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაცია ამ საკითხზე განცხადებას გაავრცელებს და სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.
 
საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით, თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.
 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები