ტერორიზმი

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა 21 ქრისტიანს თავი მოკვეთეს

nbcnews.com

ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეო გაავრცელა, როემელზეც ლიბიაში გატაცებული 21 ეგვიპტელი ქრისტიანისთვის თავის მოკვეთაა აღბეჭდილი. ვიდეოზე ნიღბიან ტერორისტებს ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ტყვეები ზღვის სანაპიროზე გამოჰყავთ, მუხლებზე აყენებენ და თავებს კვეთენ.

მკვლელობის წინ ერთ–ერთი ტერორისტი ამბობს: „თქვენი ჯვაროსნების უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ". ვიდეოს თანმხლები ცნობის თანახმად, მკვლელობა „ტარაბულუსის ვილაიათში", ანუ ლიბიის სანაპიროზე მოხდა.

21 ეგვიპტელი მეთევზე ლიბიის ქალაქ კაფრ ეშ შეიხიდან შეიარაბულმა პირებმა მოიტაცეს.

კომენტარები