ლარის კურსის ვარდნა

ტყემელაძე: ლარის კურსზე პასუხისმგებლობა არავინ უნდა აირიდოს

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არავინ უნდა აირიდოს და სამინისტროს გააჩნია საშუალებები, რათა პროცესების მართვას ხელი შეუწყოს.

"მე არ მგონია, რომ ვინმემ უნდა ავირიდოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის ალბათ მეც. ფინანსთა სამინისტროს გააჩნია ის საშუალებები ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ მთელი რიგი ამ პროცესების მართვას ხელი შეუწყოს", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ტყემელაძე ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში ლარის კურსის გამყარებას ხელი უნდა შეუწყოს უცხოური ვალუტის შემოდინებამ, რაც დამოკიდებულია ექსპორტზე, ინვესტიციებზე და ა.შ. მისი თქმით, უფრო მეტად უნდა ვყოფილიყავით მზად იმისთვის, რომ დაგვეცვა ეროვნული ვალუტა.

"ეს არ არის მარტო ჩვენი თავის ტკივილი. ეს აბსოლუტურად მსოფლიოს თავის ტკივილია დღევანდელ ვითარებაში. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში. იმიტომ, რომ უკრაინაში უფრო მეტი ექსპორტი მიდიოდა, ამ ბოლო დროს ბუნებრივია შემცირდა ჩვენგან ექსპორტი უკრაინაში, შემცირდა ვალუტის შემოდინება და ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. მოსალოდნელი იყო გარკვეული ცვალებადობა და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით", - თქვა ტყემალაძემ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნება, ალბათ, გამორიცხულია. ის ლარის კურსთან დაკავშირებით პასუხუსმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.

კომენტარები