ლარის კურსის ვარდნა

ხადური: არც აქამდე არ ჰქონია ბიუჯეტის ხარჯს გავლენა ლარზე, არც შემდეგში ექნება

ჩვენ გეგმა წარმოვადგინეთ, მთავრობამ... ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ გადაწყვეტილებები, თუნდაც იგივე რეფინანსირების განაკვეთის შეცვლა, არ არის საჭირო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იყო, რომ ის აღარ ელოდება ლარის რყევებს. მე იმედი მაქვს, რომ ლარის რყევა არ გაგრძელდება და მე ერთი მინდა ვთქვა, რომ როგორც აქამდე არ ჰქონია საქართველოს ბიუჯეტს და ბიუჯეტის ხარჯს ზეგავლენა ლარზე, ისე ამის შემდეგ არ ექნება.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა.

კომენტარები