ლარის კურსის ვარდნა

მაჭავარიანი: ლარის კურსი ისევ დაეცემა და ქვეყანაში ინფლაციის პრობლემა დადგება

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობაა, ქვეყანაში ინფლაციის პროცესი დაიწყოს. მისი თქმით, არანაირი ეკონომიკური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს. დეპუტატის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ლარი 2.5 ნიშნულს გადაცდეს.

"ფაქტია, რომ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, რომელმაც სრულიად უგუნური პოლიტიკა გაატარა, რის შემდეგადაც ექსპორტი 450 მილიონით შემცირდა, შემცირდა გადმორიცხვები და ეკონომიკური აქტივობაც.

ვერ დამისახელებთ ვერცერთ ეკონომიკურ პარამეტრს, რომელიც ლარის გამყარებას ემსახურება. არანაირი ეკონომიკური ნიშანი, რომ ლარი დაიწყებს გამყარებას, არ გვაქვს. შესაბამისად, არის ალბათობა, რომ ლარი 2.5 ის ნიშნულს გადასცილდება. ეს კი შექმნის პრობლემას როგორც ტარიფების კუთხით, ასევე ფასებზეც. სერიოზული პრობლემა იქნება ინფლაციის", - თქვა მაჭავარიანმა.

კომენტარები