თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში თავისუფალ დემოკრატებს დამოუკიდებელი ფრაქცია ექნება

timer.ge

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, თბილისის საკრებულოში მათ დამოუკიდებელი ფრაქცია ექნებათ. მუსხელიშვილის განცხადებით, საკრებულოში ახლახან ჩატარდა ფრაქციის სხდომა და საკრებულოს კოალიცია ქართული ოცნებიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 

გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ფრაქციას შეეცვლება სახელწოდება და ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების ნაცვლად, თავისუფალი დემოკრატები ეწოდება.

მუსხელიშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები აქტიურად ითანამშრომლებს საკრებულოს სხვა წევრებთან - დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

"თბილისს რაც სჭირდება, იმას ჩვენ გავაკეთებთ, ვინაიდან ამომრჩეველს ამაზე დაპირება მივეცით", - აღნიშნა მუსხელიშვილმა.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები 4 წევრისაგან შედგება. 

კომენტარები