მიხეილ სააკაშვილის საქმე

ლინკიავიჩუსი: შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან

შეშფოთება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნის გამო, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა გამოთქვა.

საკუთარ Twitter-ში ლინკიავიჩუსმა დაწერა: „შერჩევითი მართლმსაჯულების შესაძლო გამოყენება შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ამგვარი პრაქტიკისგან და ყველა ეჭვი თავიდან აიცილოს".

მანამდე შეშფოთება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების გამო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ასევე Twitter-ის მეშვეობით გამოთქვა. 

კომენტარები