მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?

შეიძლება, კითხვაც კი გაჩნდეს - რატომ არა აქამდე?

ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასეთი ხმაურიანი ადამიანის სამკურნალო დაწესებულებიდან ციხეში გადაყვანას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდეც ციხეში უნდა ყოფილიყო, ეფუძნება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ექიმებმა დადეს... როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე.

გარდა სამედიცინო დასკვნისა, ჩვენი თვალითაც კარგად ვხედავთ, რომ ის აშკარად განიკურნა ე.წ დემენციისგან და ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად გრძნობს თავს, რომ 1 კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს, რომ გაგვყოფდა, ნაწილს გაგვაქრობდა და გაათავისუფლებდა ჩვენს ქვეყანას იმ ადამიანებისგან, ვინც ნაცები არ ვართ.

ასე რომ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილად ჯანმრთელია, ჯანმრთელი იყო სავარაუდოდ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, და იმის გამო, რომ არ იყო ალბათ სრულყოფილი სამედიცინო დასკვნა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ეს პიროვნება სრულიად ჯანმრთელია... ამიტომაც, როცა გვაქვს ასეთი დასკვნა, ის გადაყვანილი იქნა იმ დაწესებულებაში, სადაც მისი ადგილია, ყველა იმ განაჩენის მიხედვით, რომელიც დამდგარია მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ივანიშვილის დეპუტატი მაია ბითაძე რუსთავი ორის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ვივამედიდან ციხეში გადაყვანაზე.

კომენტარები