მიხეილ სააკაშვილის საქმე

ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია

პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] დღეს გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. იცით თქვენ, რომ [ის] სტაციონარულ მკურნალობაზე. ამ პერიოდში, მდგომარეობა მისი იყო დამაკმაყოფილებელი, შესაბამისად მივიღეთ მისი გაწერის გადაწყვეტილება. ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტაციონარში ყოფნის კრიტერიუმებს. [...] რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, როგორც სხვა ნებისმიერ პაციენტთან, მკურნალი ექიმის მიერ მიიღება... ერთობლივად, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართულობით.  [...] მას სამუშაო პერიოდში, 6-საათამდე ჰყავდა მნახველი. მნახველის გამოსვლის შემდეგ [პაციენტთან] შევიდა მკურნალი ექიმი, გაესაუბრა მას და მდგომარეობა აუხსნა და აცნობა... არანაირი ძალის გამოყენებით [არ მომხდარა მისი კლინიკიდან გაწერა]. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მან ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია. [...]

მე არ ვიცი ადვოკატს ჰქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ყველა პარამეტრი არის ნორმის ფარგლებში.

 თქვა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები