საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის ახალი მერის, დავით ნარმანიას მიმართ, რადგან მან უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრაზე.
საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი აბესაძის შეფასებით, დავით ნარმანიას მხრიდან ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრაზე უარის თქმა მიუთითებს, რომ იგი არ აღიარებს ოპოზიციის არსებობას.
"მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია ჩვენ არ შეგვხვდა, ნაციონალური მოძრაობა მაინც მიიღებს მონაწილეობას კომისიის სხდომებში, დასვამს იმ კითხვებს, რომელიც ფრაქციას აქვს თბილისის ახალი მთავრობის მიმართ. ჩვენ თბილისელებს დავანახებთ, რამდენად სწორად არის შერჩეული თბილისის ახალი მთავრობა", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.





