ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პრემიერმა მცხეთის მერობისა და რეგიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთის მერობის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატები მცხეთაში, კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების სახელით მცხეთის მერობისათვის ავთანდილ ნემსიწვერიძე იბრძოლებს.

მუნიციპალიტეტის გემგებლობის კანდიდატები არიან:

1. ზურაბ აბესაძე - მცხეთა
2. ვაჟა ჩოხელი - დუშეთი
3. გივი ქირიკაშვილი - ყაზბეგი
4. ლელა ქიტესაშვილი - თიანეთი

ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კომენტარები