ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ლომჯარია: ვისაუბრე ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებზე

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე  მან ისაუბრა შემთხვევებზე, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. 

"ჩვენ გადაგზავნილი გვქონდა ინფორმაცია შესაბამისი ფაქტების შესახებ, რაც შეეხებოდა წინასაარჩევნო მიზნებისათვის ადმინისტრაციული საბიუჯეტო რესურსების გამოყენებას. ასევე ვისაუბრე იმ შემთხვევებზე, როცა საჯარო მოხელეები, რომლებიც იმავდროულად კანდიდატები არიან, გადასცემენ ფასიან საჩუქრებს ამომრჩევლებს, რაც ვფიქრობთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს", - თქვა ლიმჯარიამ.

ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანების საკითხის შესწავლა და სათანადო სანქციების გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებს და მერიას დაევალათ. 

კომენტარები