ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ხვალიდან მისი რეიტინგი გაიზრდება

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ფიქრობს, რომ მისი რეიტინგი გაიზრდება. მისი თქმით, ის რეალურ კამპანიას ხვალიდან იწყებს. NDI-ის კვლევებს მელია სპორტის სასახლეში გამოეხმაურა, სადაც ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ღონისძიება იმართება.

"შედეგი, ვფიქრობ, აუცილებლად გაიზრდება იმდენად, რამდენადაც შეუმცირდება სახელისუფლებო კანდიდატს", - აღნიშნა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, კვლევებმა, სამწუხაროდ, აჩვენა, რომ ის ხალხი, რომელიც მხარდაჭერით გამოირჩეოდა ქართული ოცნებისადმი წელიწად-ნახევრის წინ, არის უკმაყოფილო, გაიზარდა უმუშევრობა, კრიმინალი, რაც ციფრებში გამოიხატა.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შეუძლებელია, საზოგადოებამ თითქმის მესამე არჩევნებში მხარი იმ პოლიტიკურ გაერთიანებას დაუჭიროს, რომელმაც ვერაფერი გააკეთა. "დარწმუნებული ვარ, ხვალიდან, როცა დავიწყებ აქტიურ წინასარჩევნო კამპანიას, რეიტინგიც გაიზრდება და ყოველ ხმას ექნება მნიშვნელობა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები