ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ენმ ხვალ მერობის კანდიდატებს დაასახელებს და საარჩევნო პროგრამას წარადგენს

ხვალ, 18:00-ზე სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყრილობას გამართავს. პარტია მერობის და გამგებლების კანდიდატებს დაასახელებს და საარჩევნო პროგრამას წარადგენს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალინდელი ყრილობის მთავარი გზავნილი იქნება - არჩევანი საქმესა და უსაქმურობას შორის.

"მოდის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მოსახლეობას უნიათობის, უსაქმურობის, უუნარობის ნაცვლად, ვთავაზობთ საქმის კეთებას და თითოეული ადამიანის პრობლემის მოგვარებას იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც არჩევნები ტარდება. აქ არის არჩევანი საქმესა და უსაქმურობას შორის -  ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილი. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გზას, როგორ უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ქალაქები იმისთვის, რომ ადგილობრივი პრობლემები მოგვარდეს, იმისთვის, რომ ადამიანს კისერი არ ტყდებოდეს გაფუჭებულ გზებზე, იმისათვის, რომ წყალმომარაგების სისტემები ვითარდებოდეს, ხალხი საქმდებოდეს და ქვეყანა უკან არ მიდოდეს", - თქვა ვაშაძემ.

კომენტარები