ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ენმ-ის ხონის გამგებლობის კანდიდატი ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია იქნება

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხონის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯიბუხაია დაასახელა.

ხონის ყოფილ გამგებელს ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ზურაბ ჯიბუხაიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. მისი თქმით, პროკურატურის მიზანი ჯიბუხაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვებაა.

კომენტარები