თბილისის საკრებულოში შესაძლოა ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელები დაიშალოს. ფრაქციის წევრი კახა ფირუაშვილი თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძისგან ე.წ. ხრუშჩოვკებზე გაკეთებული განცხადების განმარტებას ითხოვს. ზუმბაძემ გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე თაღლითურ გარიგებაში დაადანაშაულა. გულიკო ზუმბაძემ თანაგუნდელის ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობაში კრიზისია და შესაძლოა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში მონაწილეობას არ მიიღებს უმცირესობა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დღეს ის პროცედურები განმარტა, რომელიც ირაკლი შიხიაშვილის გადაყენებისთვის იქნება საჭირო.

Prime Time News
tbl.ge/x6u
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ბოკერია: მთავარია, რომ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა და დადგა ისტორიის სწორ მხარეს
- პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე საკრებულოდან ძაძამიას წასვლაზე
- ივანიშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
- ჩვენ შევთანხმდით – ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ოცნებას ვიცე-მერის არჩევაში დაეხმარა
- თბილისის საკრებულოში ოცნებას კვორუმი შეუქმნა, გუნდიდან გავრიცხეთ - ბუაძე კაკაურიძეზე




