ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

სააპელაციო სასამართლო: ოქრუაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში მერის პოსტზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.

ირაკლი ოქრუაშვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. 

ცნობისთვის, 22 აპრილს, ცესკო-მ ის განკარგულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში ცესკო-ს სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელმა სერგო ჯავახაძემ გორის საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა. ჯავახიძემ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია, რასაც მერობის კანდიდატს კანონი სთხოვს.

კომენტარები