ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ლეიბორისტულმა პარტიამ მერობის კანდიდატად მსახიობი ასმათ ტყაბლაძე დაასახელა

ge-art.ge

ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მსახიობი ასმათ ტყაბლაძეა. კანდიდატი შალვა ნათელაშვილმა დღეს პირადად წარადგინა. პარტიის ლიდერის განცხადებით, ეს ადამიანი არ არის კორუმპირებული და მისი გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებას თავისუფლად შეეძლება მერთან კომუნიკაცია. შალვა ნათელაშვილმა თბილისელებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ასმათ ტყაბლაძე არის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, უფლებდაცმველი, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი. ქალბატონ ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა სამთავრობო, საჯირითო ზონა, არამედ გადაიქცევა ჭეშმარიტ სახალხო დედაქალაქად, სადაც თითოეული თბილისელი მივა ყოველგვარი საშვის გარეშე თავის დიასახლისთან ქალაქზე პასუხისმგებელ და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანთან. მე დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი მხარს დაუჭერს ქალბატონი ასმათის კანდიდატურას, რადგანაც თბილისი და ქალბატონი ასმათი არიან გულიგულ გადაბმული უხილავი და ხილული ძაფებით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

თავად მერობის კანდიდატის ასმათ ტყაბლაძის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სოციალური საკითხები იქნება.

კომენტარები