ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბერძენიშვილი: ბარიერის 50%-მდე გაზრდამ შეიძლება, ფინანსური პრობლემები შექმნას

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბერძენიშვილის აზრით, საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდამ შეიძლება, გარკვეული ფინანსური პრობლემები შექმნას. თუმცა, ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ბარიერის აწევასთან დაკავშირებით კოალიციაში მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"50%-იან ბარიერთან დაკავშირებით ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში და კოალიციის გარეთაც მიმდინარეობდა მსჯელობა. საბოლოოდ, პრემიერის მიერ კვლავ დაისვა ეს საკითხი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50-პროცენტიანი ბარიერი ყოფილიყო არა მარტო მერებისთვის, არამედ გამგებლებისთვის. ეს არის ოპტიმალური ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ერთგვარი ფინანსური დანახარჯი, რადგან 50%-იანი ბარიერის პირობებში მეორე ტურების ალბათობა მეტია, მაგრამ დემოკრატია მნიშვნელოვანია. თუკი აქამდე ვამბობდი, რომ 70-80 პროცენტით უზრუნველვყავით საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის 100-პროცენტიანი გაუმჯობესება. საარჩევნო კოდექსი დღეს ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს", - თქვა ბერძენიშვილმა.

კომენტარები