პენსია

67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110–იდან 125 ლარამდე გაიზრდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 1 აპრილიდან პენსიები იზრდება. 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, კერძოდ პირველი ჯგუფის ინვალიდთა, პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მარჩენალ დაკარგულების და პოლიტიკურად რეპრესირებულთა პენსია 55 ლარიდან 100 ლარზე აიწევს.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების თვიური დახმარება, ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გახდება. ხოლო ოჯახის ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად 48 ლარს მიიღებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მეორე ჯგუფის ინვალიდების დახმარება კი 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.

სამინისტროს თქმით 1 სექტემბრიდან პენსიონერთა და პირველი ჯგუფი ინვალიდთა პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე მოიმატებს.

 

კომენტარები