რეკლამა

ენერგოეფექტურობა, როგორც ახალი სტანდარტი: რა იცვლება საქართველოს სამშენებლო ბაზარზე? (რ)

ევროპული ენერგეტიკული გაერთიანება ყოველ წელს აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ობიექტური მონაცემების საფუძველზე წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს აფასებს. უახლესი, 2025 წლის ანგარიშში საქართველო 5 მიმართულებით არის შეფასებული – ბაზრები, ენერგოუსაფრთხოება, დეკარბონიზაცია, გარემოს დაცვა და ინსტიტუციური შესაძლებლობები. შედეგები შერეულია, თუმცა ქვეყნის სრული სურათი ამ მონაააცემებში კარგად ჩანს.

ბაზრების ინტეგრაციის მაჩვენებელი 31% ყველაზე დაბალია ხუთი სფეროდან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ელექტრო-ენერგეტიკული ბაზარი კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის სტანდარტებთან დაახლოებას ჯერ კიდევ საჭიროებს. 

77%-იანი შეფასებით, ენერგოუსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება აღმოჩნდა. 2020 წელს მიღებული ენერგომომარაგების უსაფრთხოების წესები ევროპული რეგლამენტის მოთხოვნებს ძირითადად შეესაბამება. 2024 წელს პირველი სარისკო მზადყოფნის გეგმაც გამოქვეყნდა.

გაზის სფეროში 96%-იანი მაჩვენებელია. საქართველომ 2024 წლის ოქტომბერში მიიღო სახელმწიფო დადგენილება კრიზისული სიტუაციების მართვის წესებზე და შესაბამისი სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა. 

47%-იანი შეფასება განახლებადი ენერგიის სფეროში ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძველი ნაწილობრივ არსებობს. 

2030 წლის სამიზნე არის იმ ენერგომომხმარებლების 27.4%-იანი მაჩვენებელი, რომლებიც განახლებადი წყაროებიდან იღებს აღნიშნულ ენერგიას. 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სიმძლავრე 3,481 მეგავატს შეადგენდა, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით.

2023 წლის თებერვალში საქართველო პირველი ქვეყანა გახდა ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში, რომელმაც განახლებადი ენერგიის წარმომავლობის გარანტიების ელექტრონული რეესტრი ამოქმედა.

66%-იანი შეფასება ენერგოეფექტურობის სფეროში ყველაზე გამართულ პროგრესს ასახავს. 2024 წელს ენერგოეფექტურობის კანონსა და შენობების ენერგოეფექტურობის კანონში ცვლილებები შევიდა, რამაც ევროპული ენერგიის პაკეტის ძირითადი ელემენტები ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოიტანა. 

სამშენებლო სექტორი საქართველოში საბოლოო ენერგომოხმარების 44%-ს შეადგენს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექციის ანგარიშების რეესტრი ამოქმედდა, ხოლო საჯარო შენობების წლიური რეკონსტრუქციის სამიზნე 2025 წლის ბოლოდან 1%-დან 3%-მდე გაიზარდება.

გრძელვადიანი სარეკონსტრუქციო სტრატეგია ჯერ კიდევ მუშავდება და მისი მიღება 2026 წლის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი. 

ენერგიის მოხმარების შესაძლებლობითა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებით დაინტერესებულ ბიზნესებს ენერგო აუდიტით სარგებლობაც შეუძლიათ. 

ამ ანგარიშის მონაცემები კავშირშია იმასთან, თუ რა ღირს ენერგია, რამდენად სანდოა მიწოდება და რა პირობებშია შესაძლებელი ინვესტიცია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში. 

ბაზრების ინტეგრაციის 31%-იანი შეფასება ნიშნავს, რომ საქართველოში ფასწარმოქმნა ბაზრის პრინციპს ჯერ კიდევ ვერ ემყარება. ეს, თავის მხრივ, ახდენს გავლენას ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც კომერციულ სექტორში ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული, ლიცენზირებიდან მდგრადობის სტანდარტებამდე.

სამშენებლო, საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია "იეფესი", რომელიც ენერგეტიკულ, გარემოსდაცვით და სხვა სექტორებში მუშაობს, ამ ანგარიშის ცვლილებებს ითვალისწინებს. ევროკომუნიტის სტანდარტებთან დაახლოება განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტები დაიწყება, რა ტიპის ექსპერტიზა დასჭირდება ბაზარს და რა მოთხოვნები ჩნდება ახლო მომავალში.

2025 წლის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკაში ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებს ასახავს. ერთი მხრივ, გაზისა და ელექტრომომარაგების უსაფრთხოება სტაბილურ დონეზეა, შენობების ენერგოეფექტურობა კანონმდებლობის დონეზე წინ მიიწევს და განახლებადი ენერგიის რეესტრი ამოქმედდა. მეორე მხრივ კი, ბაზრის ლიბერალიზაციის, გაზის განაწილების სისტემის დამოუკიდებლობისა და ნავთობის სარეზერვო მარაგების მიმართულებით ცვლილებები ჯერ კიდევ სააჭიროა. 

ევროკომუნიტი ამ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა შემდეგ ციკლში ცვლილება გაიზომება და შედეგები შეფასდება. 

კომენტარები