პენსია

ბახტაძე: ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ატყუებენ, რომ შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას

თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ჩვენს ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მასწავლებლების და ყველა უწყების ერთად აღებული ხელფასი. ამ რაოდენობის და ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი და არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ ტიპის ტყუილს ეუბნებიან, რომ შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას. ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რომ არის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გუნდი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ ამის უფლებასაც აძლევენ თავს, რომ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს და ამ თაობას ასეთ ტიპის ტყუილი მიუტანონ კომუნიკაციის სხვადასხვა არხის მეშვეობით. ეს სრულიად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამ ტყუილს აუცილებლად ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაპირებაზე, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსია 400 ლარამდე გაიზრდება.

კომენტარები