დამკვირვებლები

საია ხმების დათვლის პროცედურის მშვიდად და კანონიერად ჩატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საარჩევნო პროცესზე მონიტორინგის ახალი შედეგები წარმოადგინა. ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მდგომარეობა ზოგიერთ საარჩევნო უბანთან დაიძაბა. კერძოდ, 21 საათისთვის საბურთალოს 69-ე უბნის და კრწანისის 31-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპეციალური დანიშნული რაზმის მობილიზება.

მისი თქმით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. „კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ასევე, მის თქმით, კენჭისყრის ბოლო საათების განმავლობაში საია-ს დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: კრწანისის მე-16, 29-ე და 31-ე უბნების წინ შეინიშნება პოლიციის აქტიური კონცენტრირება. პოლიციის თანამშრომლები უბანზე გამოცხადებულ პირებს ეკითხებიან ვინაობას და უბანზე გამოცხადების მიზეზს.

დუშეთის 49-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პოლიციისა და საჯარო მოხელეების მობილიზება. ეს არის დუშეთის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი; საბურთალოს მე-8 უბნის წინ შეინიშნება დაპირისპირება პოლიტიკური ძალების აქტივისტებს შორის.

ჩუგოშვილის განცხახდებით, რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩებოდა მარკირების პროცედურა მარკირების სითხის უხარისხობის გამო. დამკვირვებელტა საჩივრების მუხედავად, ამ უბნებზე კენჭისყრა ჩვეუკლ რეჟიმში გაგღძელდა უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებით ან სულაც მარკირების გარეშე.

გარდა ამისა, საიას დასკვნით, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა დუშეთში 49-ე უბანზე და კასპის 32 უბანზე. დაფიქსირდა მარკირებაგავლილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის ფაქტები საბურთლოს 58 საარჩევნო უბანზე. გორის 63 საარჩევნო უბანზე, სოფელ მეღვრეკისში, ამომრჩეველს სიაში მისი სახელისა და გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. საბურთალოს მე-3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აღმოაჩნდა რამდენიმე პირადობა. მოთხოვნილ იქნა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა.

გარდა ამისა, დიდუბის 28 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ნება დართეს კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა. კრწანისის ოლქის მე-18 უბანზე დაფიქსირდა სიაში არმყოფი პირის მიერ ხმის მიცემა, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრაციის მოწმობა.

ასეცვე, საია-ს ინმფორმაციით, გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე იზრდება იმ უკმაყოფილო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ამ პერიოდისათვის ამომრჩეველთა მიერ აღნიშნული მიზნით დაწერილია სულ 19 საჩივარი.

„20 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მნიშნვნელოვანია, რომ ამომრჩევლის მიერ დღის განმავლობაში გამოხატული ნება ადეკვატურად და ზუსტად აისახოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. მოვუწოდებთ როგოც საარჩევნო კომისიებს, ასევე პოლიტიკური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები