დამკვირვებლები

საია: 20-მდე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც არჩევნებს თბილისში და 35 ოლქში აკვირდება, მონიტრინგის მორიგი შედეგები წარმოადგინა.

ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოსვილის განცხადებთ, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დგანან პირები, რომელბიც აღრიცხავენ მოსულ ამომრეჩევლებს და იწერენ მათ ვინაობას. მისი შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს წარმოადგენს, რის გამოც ბევრი ამომრჩეველი აცხადებს, რომ არ ეძლევა საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ჩუგოშვილმა ყველა პარტიას მიმართა, ამომრჩევლებზე ამგვარი ზემოქმედება შეწყვიტონ.

რაც შეეხება გამოვლენილ კანონდარღვევებს, მისი თქმით, გამოვლენილია ხუთი შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ სხვისი ხელმოწერა დახვდა. ამგვარი ფაქტები ბათუმის 23 და 58, ასევე საბურთალოს 21-ე უბანზე დაფიქსირდა. ჩუგოშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნაცვლად ხმა სხვა პირმა მისცა, ან თავად ეს ამომრჩეველი სხვის ნაცვლად აპირებდა მიეცა ხმა. რაც ორივე შემთვევაში სერიოზულ კანონდარღვევას წარმოადგენს.

ასევე, მისი თქმით, ბევრ უბანზე პრობლემა შეიქმნა მარკირების სითხის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამის კვალს არ ტოვებს. „ყველა ამ უბანზე საჩივარი დავწერეთ და კენჭისყრის შეჩერება ვითხოვეთ, სანამ პრობლემა გადაწყდება“, - თქვა ჩუგოშვილმა. თუმცა, მისი თქმთ, ამ უბნებზე კენჭისყრა მაინც, სათანადო მარკირების გარეშე გაგრძელდა.

ასევე, ჩუგოშვილის თქმით, პრობლემა შეიქმნა უბნებზე ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ასეთი არაერთი შემთხვევა საგარეჯოში დაფიქსირდა. საუბნო კომისიები ჟურნალისტებს მიუთითებდნენ, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გადაღება შეუძლიათ და გადაღების უფლებას უზღუდავდნენ, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

გარდა ამისა, მარნეულის 50-ე უბანზე, საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, გააძევეს საია-ს დამკვირვებელი, რომელიც საჩივრის დაწერას აპირებდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ დამკვირვებელს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

ფოთის 111 უბანზე და გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სპეციალური სიებით ხმას აძლევენ არა მხოლოდ პატიმრები და სამხედროები, არამედ სამოქალაქო პერსონალიც. ამავე დროს, ისინი იღებენ მონაწილეობას მაჟირიტარულ არჩევნებში, რაც, ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კანონდარღვევაა. მან ამ ნაწილში ამ უბნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ასევე, ჩუგოშვილის განცხადებით, საგარეჯოში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე გამოვლინდა უბნებზე მმართელი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის, ასევე ბიულეტენის არა ფარულად, არამედ კომისიის წევრთა თანდასწრებით შემოხაზვის შემთხვევები. მისი თქმით, საგარეჯოს 45 უბანზე კომისის თავმჯდომარე ამომრჩევლებს მოუწოდებდა, ხუთიანი შემოეხაზათ.

გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებელთა ინფორმაცით, საზღვარგარეთ მცხობრებ ამომრჩევლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, გერმანიაში მცხოვრები ამომრჩევლები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საკუთარ თავს სიაში მაინც ვერ პოულობენ. დაგვიანდა საარჩევნო უბნის გახსნა ნიუ-იორკში. ამ უბანზე მხოლოდ საია-ს დამკვირვებელი დაუშვეს, სხვა დამკვირვებლებს უარს ეუბნებინ იმ მოტივით, რომ შესაბამისი უფლებამოსილება არ გაააჩნიათ.

ჩუგოშვილის განცხადებთ, სულ საია-მ ამ დროისთვის 20-დე მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოაჩინა.

 

კომენტარები