დამკვირვებლები

კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის დარღვევების შესახებ

არჩევნების პროცესზე საკუთარი მონიტორინგის შედეგები ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ ორგანიზებულ მედიაცენტრში არასამთავრობო ორგნიზიაციამ კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთის წარმოდგინა. ორგანზიაციის დამკვირვებლები არჩევნების მსვლელპობას შიდა ქართლსი, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში, ასევე სამეგრელოში აკვირვდებიან.

ორგანზიაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენებისა და კონვერტების რაოდენობა არ არის საკმარისი. რაც, მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

მისი თქმით, გამოვლინდა პროცედურების სხვა დარღვევებიც, მათ შორის დუბნლიკატი ბეჭდების არსებობა.

კახიშვილის თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ მიცემული ხმა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებიათ, საზღვარგარეთ მყოფთა სიაში არიან შეტანილნი და შესაბამისად, ადგილზე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ. ასევე ბევრი ადამიანი, რომელსაც საარჩევნო კომისიამ დაუდასტურა, რომ გადასატან ყუთს ბინაზე მიუტანდა, არჩევნების დღეს შესაბამის სიაში არ აღნიჩნდა.

კახიშვილის განცხადებით, 32-ე საარჩევნო ოლქის 91-ე უბნიდან კომისიის გადაწყვეტილებით გააძევეს დამკვირვებელი, რომელმაც გარედან შემოტანილი ბიულეტენები აღმოაჩინა, რომლებიც მმათრთველი პარტიის სასარგებლოდ უკვე შემოხახული იყო. ამავე ოლქის 94 უბანზე, სოფელ მეჯვრისხევში კი სოფლის გამგებელი მივიდა და განაცხადა, რომ არცსეთი საჩივრის დაწერას არ დაუშვებს.

კახიშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთვევების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რათა მან „ჩააყენოს ეს ადამიანები კანონოს ჩარჩოებში“.

 

კომენტარები