თბილისის საკრებულო

საგანელიძე თანამდებობიდან გადააყენეს

ყოფილი „ახალი მემარჯვენე“ დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას საკრებულოს 33 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიციის წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თავად დავით საგანელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ კოალიცია ქართულ ოცნებაში მისი გაწევრიანების გამო მიიღო. "ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც საკრებულოს სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიგონოთ გათავისუფლების რაიმე სხვა მიზეზი", - მიმართა საგანელიძემ უმრავლესობსი წევრებს და დასძინა, რომ მან სცადა კოლეგებისთვის ეს უხერხულობა თავიდან აერიდებინა, ამიტომ თავადვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. თუმცა, უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება პროცედურულად მხოლოდ კენჭისყრით იყო შესაძლებელი.

 როგორც, თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში დავით საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები. გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა. "ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. ამიტომ მან დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის", - განმარტა ზაალ სამადაშვილმა.

დავით საგანელიძე პარტიაში ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველო 1 ივლისს გაწევრიანდა, მას შემდეგ რაც კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

 

კომენტარები