პოლონეთი

პოლონეთი თეთრი სახლისგან ბოდიშის მოხდას ელის

ოფიციალური პოლონეთი თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადების გამო  ბოდიშის მოხდას ელის. პოლონეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობის მებრძოლების დაჯილდოვების დროს ბარაკ ობამამ ,,პოლონურ სიკვდილის ბანაკზე’’ ისაუბრა.

პოლონეთში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის მტკივნეულია და მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთი ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული, შესაბამისად აღნიშნული ბანაკები იყო არა ,,პოლონეთის’’ არამედ ,,ოკუპირებულ პოლონეთში გერმანიის სიკვდილის ბანაკები’’.

აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რომელმაც საკუთარი განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

,,თეთრმა სახლმა ამ შეურაცხმყოფელი შეცდომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ძალიან სამწუხაროა, რომ არაკომპეტენტურობამ ეს მნიშვნელოვანი ცერემონია გადაფარა.’’-წერს რადისლოვ სიკორსკი.

პოლონეთის საგარეო მინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ობამას ,,კეთილ განზრახვაში დარწმუნებულია’’ და მომხდარში თეთრი სახლის ე.წ. Speech writer -ებს ადანაშუალებს. განმარტებას მოელიან ასევე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისგან, რომელიც ვაშინგტონში გამართულ აღნიშნულ ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას.

ინციდენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი ტომი ვეიტორი გამოეხმაურა და დაშვებული შეცდომის გამო მწუხარება გამოთქვა.

,,პრეზიდენტმა არასწორად თქვა. ის პოლონეთში ნაცისტების ბანაკს გულისხმობდა. ჩვენ ვწუხვართ ამ არასწორი განცხადების გამო.’’-განაცხადა ტომი ვეიტორმა.

კომენტარები