მსოფლიო ბანკი

ობამას კანდიდატი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობაზე დართმუზის კოლეჯის ხელმძღვანელი იქნება

ბარაკ ობამა ვაშინტონის დროით 10 საათზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დართმუზის კოლეჯის პრეზიდენტის, ჯიმ იონგ კიმის კანდიდატურას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

სააგენტო ასევე გაკვირვებას გამოთქვამს ობამას მიერ არჩეული კანდიდატის გამო: „ ეს უცნაური არჩევანია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე.  კიმი პროფესიით ექიმია და ჯანდაცვის მხრივ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. პოლიტიკოსების განცხადებით, მისი გრძელი საერთაშორისო გამოცდილება დაიცავს მას განვითარებადი ქვეყნების კრიტიკისაგან, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ აშშ-ის მიერ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის მუდმივ კონტროლს.“

კიმი დართმუზის კოლეჯის პრეზიდენტი 2009 წლის შემდეგ არის. ის ასევე არის კომპანია Partners in Health-ის თანადამფუძნებელი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შიდსის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. დართმუზის კოლეჯამდე ის იყო პროფესორი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში და ჰარვარდის საჯარო ჯანდაცვის სკოლაში. 

მსოფლიო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ზელიკი თებერვალში გადადგა. 

კომენტარები