მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი: შესაძლოა, სურსათის ფასები 37%-ით გაიზარდოს

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის თქმით, მსოფლიო "ადამიანური კატასტროფის" წინაშე დგას იმ სასურსათო კრიზისის გამო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. მალპასმა BBC-ის ეკონომიკურ რედაქტორთან ინტერვიუში თქვა, რომ სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო, ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

"ეს ადამიანური კატასტროფაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები შემცირდება. მაგრამ შემდეგ ეს ასევე გახდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება - მათ არ გამოუწვევიათ ეს და ისინი ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, შესეძლოა, მოხდეს სურსათის ფასების "უზარმაზარი", 37%-იანი ზრდა, რასაც განსაკუთრებული ზემოქმედება ღარიბ მოსახლეობაზე ექნება. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თქმით, აქცენტი უნდა იყოს სასუქისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ასევე, მიზნობრივ დახმარებაზე ძალიან ღარიბებისთვის.

კომენტარები