პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 16 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) და 11 პრიმა 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ დამცირება, იძულება და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი სქესის გამო ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინა." - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




