კრიმინალი

ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ნიშნის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

"დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, Jack Daniel’s-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ.

ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები