ექიმ გიორგი ახობაძეს Facebook პოსტის გამო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მან TV პირველთან საუბარში თქვა, რომ დამნაშავედ "ჩამდები პოლიციელების გინების" გამო ჩათვალეს.
"გაბრაზდნენ, გაცოფდნენ, გამწარდნენ და პლუს ტელეფონის დაბრუნებას რომ ვთხოვდი, ჩემი ნივთის, რომელიც ერთი წელია იქ აქვთ და 3 კვირა არავინ რომ არ შემომეხმიანა და კაპეზეს კანცელარიის ხაზის დროს შესაბამისად მოვიხსენიე, რაც არიან და როგორებიც არიან, მაგის გამო.
წამოვწვები, დავისვენებ 25 დღე და მაგათ თუ ჰგონიათ, რომ გამოვალ სხვა აზრზე ვიქნები, ძალიან ცდებიან." - ამბობს ახობაძე.




