გარდაბნის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




