კრიმინალი

ბლაგვი საგნით მოკლა მამა, ცხედარი ეზოში დამარხა - შსს-მ შვილი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები