კრიმინალი

მეგობარს მანქანის შეძენაში დახმარებას დაპირდა და მისი $16 800 მიითვისა - დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს, ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა, აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16 800 აშშ დოლარს თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები