არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.

კომენტარები