ევროპა და ევრობიუროკრატია ქართველი ხალხისთვის უკვე აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის, რომელმაც კარგად გაიაზრა, მიმდინარე პერიოდში საქმე რასთან გვაქვს. ქართველის გონებაში ევროპა ყოველთვის იყო ღირსება, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა, ქრისტიანული ტრადიციული კულტურა - ევრობიუროკრატია კი თავისი გადაწყვეტილებებით ამისგან აბსოლუტურად განსხვავებულს გვაჩვენებს. ევრობიუროკრატების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება რაც უფრო დიდხანს იქნება, სამწუხაროდ, ევროპის მიმართ პატივისცემას მით უფრო ყავლი გასდის. ეს სამწუხაროა, კარგი ამბავი არაა [...]
ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილია. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან. დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას არაფერი ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები.




