ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ფონზე როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე აშშ-სთან, სახელმწიფო მინისტრის გვერდით დგას და ზოგიერთი ტელევიზია, ამას საერთოდ არ ამჩნევს მაგალითად, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ხარისხში ნუ ავიტანთ, ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან პოზიტიური, ხაზს ვუსვამ სიტყვებს - შესაძლო ნორმალიზების გზაზე, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან.
მეორე, დიახ, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება, იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობენ დღეს აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან. საქართველომ საკუთარ თავზე, ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რასაც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ეს მწარე, ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში.
საქართველო-აშშ
მდინარაძე: ძალიან სიმბოლურია, რომ ბოჭორიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის გვერდით დგას




