ფულადი გზავნილები

15 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.6 მილიონი აშშ დოლარი (857.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.33%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 58.3 მილიონი დოლარი, რაც 7.98%-ით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.8%), საიდანაც გასულ თვეში 53.42 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 6.39%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.22%) 42.06 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის აპრილთან შედარებით 5.49%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. აშშ - $58.3 მილიონი.
  2. იტალია - $53.44 მილიონი. 
  3. რუსეთის ფედერაცია - $42.06 მილიონი. 
  4. გერმანია - $28.61 მილიონი.
  5. ისრაელი - $27.24 მილიონი.
  6. საბერძნეთი - $25.44 მილიონი.
  7. თურქეთი - $11.57 მილიონი.
  8. ესპანეთი - $8.75 მილიონი.
  9. ყაზახეთი - $8.05 მილიონი.
  10. საფრანგეთი - $6.36 მილიონი.
  11. ირლანდია - $4.90 მილიონი.
  12. ყირგიზეთი - $4.72 მილიონი.
  13. გაერთიანებული სამეფო - $4.63 მილიონი.
  14. აზერბაიჯანი - $3.43 მილიონი.
  15. პოლონეთი - $3.15 მილიონი

სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მილიონი აშშ დოლარი (94.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

კომენტარები