რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უნგრეთმა დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

პეტერ მადიარი
AP Photo

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის ელჩი უკრაინის დასავლეთ რეგიონზე, ზაკარპატიის ოლქზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

ამის შესახებ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, ზაკარპატიის ოლქი უნგრეთს ესაზღვრება და ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად უნგრელია.

"უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიეზე" - განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, უნგრეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი შეხვედრაზე 14 მაისს 11:30 საათზე დაიბარა.

აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიაარტო რუსეთის ელჩი არასოდეს დაუბარებია ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ.

რუსული იერიშები დაგმო ანიტა ორბანმაც და განცხადა, რომ სვალავას რეგიონში დრონებმა დააზიანეს ტრანსფორმატორი და რკინიგზის სადგური, ხოლო უჟგოროდის რეგიონში დაზიანდა სამრეწველო ობიექტი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ყურადღება გაამახვილა უნგრეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფ რეაგირებაზე და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები