რუსეთში მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ Дождь-ის მთავარ რედაქტორს, ტიხონ ძიადკოს, სოციალურ ქსელში ბუჩას შესახებ გამოქვეყნებული პოსტების გამო დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ძიადკოს ბრალად ედება რუსი სამხედროების შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელება.
ძიადკოს ასევე 250 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და ოთხი წლით სოციალური ქსელის ანგარიშის ფლობა აეკრძალა.
პროკურატურა ჟურნალისტისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთას და 5.9 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.
2025 წლის ოქტომბერში სასამართლომ ძიადკო დაუსწრებლად დააკავა და ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. პროკურატურა აცხადებდა, რომ Дождь-ის მთავარმა რედაქტორმა თავის Telegram-არხზე ორი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც შეიცავდა "ყალბ ინფორმაციას რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ძალადობრივი ქმედებების შესახებ," მათ შორის ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტაზე და უკრაინის ქალაქების განადგურებაზე.
სადავო პოსტებში მოცემული იყო ბმულები ბუჩას რეპორტაჟზე და The New York Times-ის მიერ კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.





