სამინისტროს განცხადებით, 6 მაისს ივანიშვილის ვიცე-პრემიერ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას შორის სატელეფონო ზარი გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს.
"2026 წლის 6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან.
საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს". - ნათქვამია განცხადებაში.
4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ივანიშვილის პრემიერს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.





